ერთ დროს ხორვატ ტალანტად მიჩნეული პიაცა "სალერნიტანაში" გადადის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსს" სეზონის დაწყებამდე ხორვატი მარკო პიაცა დატოვებს.

ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, 27 წლის ფეხბურთელით "სალერნიტანა" ინტერესდება.

შეგახსენებთ, პიაცა სხვადასხვა დროს "ბიანკონერიდან" "ტორინოში", "ჯენოაში", "ანდერლეხტში", "ფიორენტინასა" და "შალკეში" იყო განათხოვრებული.

ხორვატს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენის გადასახდელადაა მზად სალერნოს გუნდი.

მოგეხსენებათ, ზაგრების "დინამოში" მარკო შესანიშნავად თამაშობდა, სერია A-ში გადაბარგების შემდეგ კი კარიერაში დიდი დაღმასვლა დაეწყო.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული