ლუჩანო სპალეტი: "ნაპოლის" ოთხეულში მოხვედრა გაუჭირდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში სერია A-ს ოთხეულში მოხვედრა გაუჭირდებათ. შეგახსენებთ, გასულ სეზონში ნეაპოლური გუნდი 79 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

"ჩვენგან ყველა წინსვლას ელის, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. სიახლე არაა, რომ ფანებს სკუდეტო უნდათ. სინამდვილეში ტოპ 4-ეულში მოხვედრაც კი ძნელი იქნება. სეზონის სტარტზე "იუვენტუსთან" 9-ქულიანი უპირატესობა გვქონდა და "რომა" და "ლაციო" ჩამოვიტოვეთ. თუმცა, უძლიერესებთან ბრძოლა შეგვიძლია. ამისათვის ისევე კარგად თამაშია საჭირო, როგორც გასულ სეზონში.

გასულ სეზონში დიდ წარმატებას მივაღწიეთ, სულ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიყავით. იყო ისეთი
მატჩებიც, რომლებშიც მეტის მიღწევა შეგვეძლო. ამან ჩვენზე მტკივნეულად იმოქმედა", - ციტირებს სპალეტის Sky Sport Italia.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შემადგენლობაში საკმაო ცვლილებებია.ლიდერები წავიდნენ და სანამ ახალი ლიდერები გამოჩნდებიან,სანამ გუნდი თამაშს დაალაგებს,საკმაოდ ბევრ ქულას დაკარგავს.სხვა ლიდერები როგორ ივლიან და რა ფორმაში იქნებიან,იმაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული.
სოსო
23:34 03-07-2022
0
ჯერ არ იცის სპალეტიმ, რომ სკუდეტოს მოიგებს.
მალე მიხვდება :)
ქ. გ.
07:31 04-07-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული