მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ფინანსური კრიზისის გამო სიცილიელები სერია B-დან სერია D-ში დააქვეითეს, თუმცა გუნდმა მოახერხა და გასულ წელს ისევ სერია B-ში აღზევდა.
"პალერმო" ისტორიულად დიდი კლუბია, ძლიერი და ამაყი იდენტობით. ჩვენ ვიმუშავებთ დარიო მირისთან ერთად (კლუბის პრეზიდენტი, რომელიც ახალმა მფლობელებმა დატოვეს ამ თანამდებობაზე), რათა გავაძლიეროთ მისი დაწყებული სამუშაო, რომელიც მიმართულია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში "პალერმოს" მდგრადი
იტალია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ენთუზიაზმით სავსე საფეხბურთო ქვეყანაა მსოფლიოში, ეროვნული და საკლუბო წარმატებების მდიდარი ისტორიით, მგზნებარე მხარდამჭერებით და მრავალი ფანტასტიკური ფეხბურთელით. მოხარულნი ვართ, რომ City Football Group-მა გააფართოვა თავისი სპორტული მხარე იტალიაში", - განაცხადა ღონისძიებაზე City Football Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ.