დიბალა კარიერას "რომაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფორვარდი პაულო დიბალა "რომას" შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დიმარციო ავრცელებს.

დედაქალაქური კლუბი არგენტინელს 3-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, ხელფასის სახით კი - 6 მილიონ ევროს.

შეგახსენებთ, დიბალა ამჟამად თავისუფალი აგენტია. გასულ სეზონში ფორვარდმა სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული