პიანიჩმა შესაძლოა, კარიერა იტალიაში განაგრძოს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, 32 წლის ბოსნიელმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა შესაძლოა, კარიერა იტალიაში განაგრძოს.

ვეტერანი შუახაზელის დამატების სურვილს "მილანი" გამოთქვამს. მოგეხსენებათ, ბოსნიელი "ბარსელონას" საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი იჯარით "ბეშიქთაშში" გაატარა.

"როსონერისაც" ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს. პიანიჩს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, როდესაც ის ტურინის "იუვენტუსის" ფორმას ირგებდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ დაწყევლილ ბარსელონაში, ყველა გადმოსული ფეხბურთელი, როგორ ფუჭდებიან? კოუტინიო, პიანიჩი, უმტიტი, დე იონგი, გრიზმანი ( მათი სახელებიდან აჩრდილიღა თუ დარჩა) ასეთივე ბედს გაიზიარებენ გადმოსულებიც.
-----
12:33 20-07-2022
0
რას აპამულავებენ ან რას ერჩიან ამ კაცს, ძალიანაც კარგი ფეხბურთელია...
რა მაფიაა?
09:27 20-07-2022
0

სიახლეები პოპულარული