დიბალამ "რომას" მაისური ჩაიცვა - მარადონას შვილი აღშფოთებულია

AutoSharing Option
28 წლის თავდამსხმელი პაულო დიბალა "რომასა" და "სპორტინგის" ამხანაგურ მატჩს (2:3) დაესწრო. ტრიბუნაზე მას რომაული გუნდის მაისური ეცვა, თუმცა ჯერ მისი ტრანსფერი ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებულ არგენტინელს "რომა" სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 6 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ამაზე კომენტარი "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა დიეგო სინგარა მარადონამ გააკეთა: "გული დამწყდა. "ნაპოლის" მეტი ფული აქვს, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ დიბალამ მაინც "რომა" აირჩია.

ეს "ნაპოლისთვის" დიდი დანაკარგია. ამჟამინდელ შემადგენლობას
მხოლოდ მეხუთე-მეექვსე ადგილისთვის შეუძლია იბრძოლოს", - განაცხადა უმცროსმა მარადონამ calcionapoli1926.it-თან ინტერვიუში.

"იუვენტუსში" 7 სეზონში დიბალამ 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი საბაზრო ფასი კი 35 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი რა, დიეგოვიჩ!
რა დიბალა!
ბრილიანტი გამოგიგზავნეთ ნეაპოლში და დააფასეთ!
ILIA
10:11 20-07-2022
1
დაიცათ?! ხვიჩა, რომ მოგიჯოკრავთ სუყველას, მერე ილაპარაკეთ დიბალაზე!
ლაშა
12:38 20-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული