კვარაცხელიას ახალი პარტნიორი თავდასხმაში - ხვიჩა სიმეონესთან ერთად შეუტევს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი "ვერონას" ფორვარდის, ჯოვანი სიმეონეს დამატებაა და საწადელის მიღწევასთან საკმაოდ ახლოსაცაა. 

უფრო მეტიც, კვარაცხელიას გუნდი არგენტინელ ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე უკვე მოელაპარაკა. 

ახლა მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმებაღა დარჩა. ნეაპოლელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა და შემდეგ მისი გამოსყიდვა სურთ. შეგახსენებთ, რომ ჯოვანი მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ადგილზე თამაშობს ?
zura222
20 ივლისი 2022 14:48
1
ხასიათის ბიჭი იქნება, მამამისივით
იღბალო
20 ივლისი 2022 12:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული