კვარაცხელიას "ნაპოლი" იყიდება? - რა პასუხი აქვთ გუნდში გავრცელებულ ინფორმაციაზე

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის გაყიდვას აპირებს.

უფრო მეტიც, იწერება სავარაუდო ფასის შესახებაც, რომელიც 650 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ ინფორმაციას "ნაპოლი" ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ, რომ ეს ამბავი სიცრუეა და კლუბი არ იყიდება:

"აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს "ნაპოლის" გაყიდვას. მოლაპარაკებები ამ დროისთვის არავისთან არ მიმდინარეობს.

მან წარსულში თითქმის 1 მილიარდი დოლარის შეთავაზება უარყო და გუნდი არ გაასხვისა", - ვკითხულობთ პოსტში. 

აქვე გეტყვით, რომ დე ლაურენტისი "ნაპოლის" 2004 წლიდან მოყოლებული ფლობს. მაშინ
კლუბი რანგით მე-3 დივიზიონში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იყიდება რა დინამო კი არ არი?!...
ზესტაფდონი
21 ივლისი 2022 15:34
0
მილიარდსა არა 3-ს გადაიხდიან ნაპოლში, ისე წერთ თითქოსდა რეალზე,ბასრაზე, ბაიერბნზე,პსჟ-ზე იყოს საუბარი, არაფერს ვამბობ პრემიერლიგის ბომბა გუნდებზე. ვინ გადაიხდის გუნდში ამდენ თანხას,რომლის შემადგენლობაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კვარაა,ვინაც ევროტურნირებზე სულ ორიჯერ ითამაშა და არცერთი გოლი არ აქვს გატანილი.
კაშია
21 ივლისი 2022 14:27
19
Მგელი ხარ ფეხბურთის
Ყლეობას ნუ წერთ
26 ივლისი 2022 15:58
0
ნუ ნერვიულობთ! არაფერიც მაგის, მსგავსი არ იქნება! პირიქით უფრო და უფრო გაძლიერდება გუნდი, დაიმახსოვრეთ ჩემი კომენტარი!.
თემო
21 ივლისი 2022 13:18
3
გაიყიდოს მერე რა პრობლემაა მილიარდი გადაიხადოს ვინმემ და გააუქმებს გუნდს თუ რას იზამს უფრო გააძლიერებს
Soso
21 ივლისი 2022 12:40
1
ჩენი ბედის ამბავი, რომ ვიცი დაიშლება ეს ნაპოლი.ეჰ
ეეე
21 ივლისი 2022 12:22
16
არ ჯობია, რომ ფიფიამ იყიდოს ნაპოლი მას შემდეგ, რაც თბილისის დინამოს გაყიდის? არა?!
N
21 ივლისი 2022 12:12
3
კაი რა, N. ფიფიამ თუ იყიდა მერე რამეს მონახავს რუსთავის მაგვარს და იქ გაანათხოვრებს კვარაცხელიას :DDDDDDDD
alexandre
21 ივლისი 2022 12:41
1

სიახლეები პოპულარული