"რომამ" ერთ დღეში ერთი ფეხბურთელის მაისურების გაყიდვის საკლუბო რეკორდი დაამყარა.
"რომას" ფანებმა პირველივე დღეს მათი ახალი თავდამსხმელის პაულო დიბალას რამდენიმე ათასი მაისური შეიძინეს. ჩვეულებრივი მაისურის ფასი 110 ევროა, ელიტური ვერსიის - 130 ევრო.
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, რომაულმა კლუბმა "იუვენტუსის" რეკორდი გაიმეორა, რომელმაც პირველივე დღეს რონალდოს დაახლოებით ამდენივე მაისური გაყიდა.
"რომაში" მაისურების გაყიდვის რეკორდი ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნის.