"მანჩესტერიდან" "იუვენტუსში" დაბრუნებულ ნახევარმცველ პოლ პოგბას, დიდი ალბათობით, ოპერაციის გაკეთება მოუწევს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".
გამოცემის ცნობით, პოგბას მენისკის პრობლემა აქვს, ამ დღეებში გამოკვლევას ჩაუტარებენ და ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.
29 წლის პოგბას სეზონის სტარტი გაუცდება და თამაშს მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში შეძლებს.