კვარაცხელიას თანაგუნდელი 25 წლის სამხრეთკორეელი მცველი გახდება - მან კულიბალი უნდა შეცვალოს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ფენერბაჰჩეს" 25 წლის სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჟაე კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს.

კვარაცხელიას კლუბმა აზიელ ფეხბურთელთან ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა. ის უახლოეს დღეებში ჩაფრინდება იტალიაში და კონტრაქტსაც გააფორმებს. ნეაპოლელებს ეს სიამოვნება 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

კიმ მინ ჟაეს ნეაპოლში კალიდუ კულიბალის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც "ჩელსის" მიაშურა. მას კარიერის განმავლობაში, "ფენერის" გარდა, სამშობლოში "ჯეონბუკში", ასევე, ჩინეთის "ბეიჯინგ გუოანში" უასპარეზია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი მცველია იუთუბის ვიდეოებს თუ დავუჯერებთ
რობი
13:31 26-07-2022
0
ამათი ვერაფერი გავიგე, კვარაში 10 მლ-ნამდე ძლივს გადაიხადეს და ვინმე კიმ მინ ჟანე 20 მილიონად შეიძინეს,თანაც მცველი ყოფილა, 25 წლის. დავიჯერო ხვიჩაზე 2-ჯერ ძლიერიაა...
A BBA
11:26 26-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული