"ასეთ შემთხვევაში ფეხბურთი მოკვდება" – ზლატანმა კარიერის დასრულებაზე თავის სტილში ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ–ის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას Instagram–ზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა, რა დროსაც მას "მილანის" ლეგენდარული ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩაერთო.

ერთ–ერთმა გულშემატკივარმა შვედს კომენტარში ჰკითხა, თუ როდის აპირებდა ის კარიერის დასრულებას.

"როდის დავასრულებ საფეხბურთო კარიერას?! – არასდროს! თუ ასე მოხდება, მაშინ ფეხბურთი მოკვდება!", – თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ამჟამად ტრავმირებულია და მოედანზე გამოსვლას ვერ ახერხებს. მან რამდენიმე დღის წინ 40 წლის ასაკში "მილანთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგლძრივა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამხელა წარმოდგენა აქვს ამ ტიპს საკუთარ თავზე.ასეთი რამ თვით მესის და რონალდოს არ უთქვამთ არასოდეს, რომელთა ფრჩხილის ფასიც კი არაა ეგ ახმახი.
ქობულეთიდან
14:41 31-07-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული