"ნაპოლის" პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება? - უეფაში წერილი უკვე გაიგზავნა

AutoSharing Option
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) წერილით მიმართა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადების დისციპლინარული გამოძიება დაიწყოს.

როგორც იცით, დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისი კლუბი უარს ამბობს აფრიკელი ფეხბურთელების დამატებაზე, რადგან ისინი სეზონის შუა პერიოდში ტოვებენ გუნდს და აფრიკის თასზე მიემგზავრებიან, რაც მათ ძალიან აფერხებთ... მან ასევე განაცხადა, რომ თუ ამ კონტინენტის წარმომადგენელი "ნაპოლიში" ჩაირიცხება, ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ მას შუა სეზონში კლუბის მიტოვების უფლება არ ექნება.

"CAF შეშფოთებულია "ნაპოლის" პრეზი
დენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერ აფრიკელი მოთამაშეებისა და აფრიკის ერთა თასის შესახებ გაკეთებული უპასუხისმგებლო და მიუღებელი განცხადებებით.

მან  საჯაროდ განაცხადა, რომ "ნაპოლის" მოთამაშეებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელი აფრიკის ერთა თასზე მონაწილეობაზე უარის თქმას, როგორც დასაქმების პირობას.

დე ლაურენტისი, სავარაუდოდ, ექვემდებარება უეფას დისციპლინური რეგულაციების მე-14 მუხლს და ამიტომ CAF მოუწოდებს UEFA-ს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება მის წინააღმდეგ“, - ნათქვამია CAF-ის განცხადებაში.

ამ დროისთვის "ნაპოლიში" ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც აფრიკულ ქვეყნებს წარმოადგენენ, მათ შორის, კლუბის გასული სეზონის ბომბარდირი და გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი.

altდე ლაურენტისი მოედანზე შევარდა - ხვიჩა სამშაბათამდე დაისვენებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვისი ყიდვაც მას არ სურს, იმას არ იყიდის.
და ვერაფერს ვერ უზამენ.
ქ. გ.
13:18 08-08-2022
0
აშშ მოთამაშე კალათბურთელებს არ უშვებენ თავიანთი ქვეყნების ნაკრებში სათამაშოდ და ეს დისკრიმინაცია არ არის?
თუ უბრალოდ უკაცრავად და ფეხებს ვერ ჭამენ?
beqa
15:16 08-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული