რას ველოდოთ "ნაპოლისგან" - უცხოური გამოცემის რევიუ

AutoSharing Option
15 აგვისტოს "ნაპოლი" სერია A-ს პირველ მატჩს "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს. ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ დებიუტამდე სულ ცოტა დრო რჩება და გულშემატკივრებშიც ვნებათაღელვა მატულობს. "ნაპოლის" შესახებ უცხოური გამოცემა Footballtoday.com-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს და გუნდის შესახებ რევიუს გვთავაზობს.

Sportall.Ge

მწვრთნელი

"ლუჩანო სპალეტი გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც გუნდებს მალევე აუმჯობესებს. 63 წლის იტალიელი მწვრთნელი ცდილობდა სკუდეტოსთვის რბოლაში ბოლო დღემდე ჩართული ყოფილიყო. შესაძლოა, ევროპა ლიგაზე განცდილი ფიასკო ამ ფაქტმა განაპირობა. სპალეტის არ ჰყოლია ისეთი ღრმა შემადგენლობა, როგორიც "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს", თუმცა მიზანს მაინც მიაღწია და გუნდი ჩემპიონთა
ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ლუჩანოს კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება, მაგრამ ამტკიცებს, რომ "ნაპოლისთვის" იდეალური სპეციალისტია და ხელშეკრულების გახანგრძლივებას იმსახურებს.

Sportall.Ge

სატრანსფერო მიმოხილვა

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი იაქტიურა, "ნაპოლი" წელს ფურცელზე უფრო სუსტი გუნდია, ვიდრე გასულ სეზონში. კლუბმა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კალიდუ კულიბალი 33 მილიონის სანაცვლოდ "ჩელსიში" გაყიდა, მის შემცვლელად კი "ფენერბაჰჩედან" 18 მილიონად კინ მინ-ჯაე დაიმატეს. ალბათ მისგან დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. "პარტენოპეიმ" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მატიას ოლივეირა დაიმატა. ორივე მათგანში 10 მილიონი ევრო იქნა გადახდილი. აღნიშნული ტრანსფერები შემადგენლობის სიღრმეს გაზრდის. ნეაპოლურმა გუნდმა ზამბო ანგისა გამოისყიდა და ლეო ოსტიგარით გაძლიერდნენ, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ახლა უკვე სერია B-ში გავარდნილ "ჯენოაში" გაატარა. კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგა: გამოცდილი კოლუმბიელი მეკარე დავიდ ოსპინა, დრის მერტენსი, ლორენცო ინსინიე, ფაუზი გულამი. ახლა "ნაპოლი" ესპანელი კიპერის, კეპას დამატებას ცდილობს. 2018 წელს მასში "ჩელსიმ" 71 მილიონი გადაიხადა და "არისტოკრატებს" მისი გაშვება იმდენად სურთ, რომ მზად არიან მისი ხელფასის 75% 150 000 ფუნტი გადაუხადონ.

Sportall.Ge

გამორჩეული მოთამაშე

ვიქტორ ოსიმენი და კალიდუ კულიბალი "ნაპოლის" ლიდერები იყვნენ, თუმცა ნიგერიელის ტრავმამ გუნდის შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ოსიმენი სპალეტის გუნდის მთავარი ლიდერია. მიუხედავად იმისა, რომ "ლილის" ყოფილმა ფორვარდმა გასულ სეზონში მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა (ლოყის ძვლის მოტეხილობის გამო), 14 გოლის გატანა და 5 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. ასევე, სერია A-ს 23-წლამდელებში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. "ლურჯებისთვის" ოსიმენის ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი არყოფნის გამო სპალეტის ტაქტიკის გადაწყობა მოუხდა, რამაც არ გაამართლა. ნიგერიელს რამდენიმე პრემიერლიგის გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა გუნდს უერთგულა და მომავალ სეზონსაც მათ რიგებში გაატარებს.

Sportall.Ge

პროგნოზი

შარშან "ნაპოლი" მოქმედ ჩემპიონ "მილანს" მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სხვაობა წელს უფრო გაიზრდება, რადგან კლუბი უამრავმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. სპალეტიმ გუნდისგან მაქსიმუმის მიღება უნდა შეძლოს, თუმცა "ნაპოლი" ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად არ მოიაზრება. თუ "პარტენოპეი" მოახერხებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავა, მეტი ფინანსური შესაძლებლობა ექნება, რათა იანვარში შემადგენლობის გაძლიერება მოხერხდეს. ვიქტორ ოსიმენის ნაკლებტრავმიანობის შემთხვევაში, "ნაპოლი" მეოთხე ან მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოთხეულში უნდა რამენაირად! ლიგაზე უნდა გავიდეს! ამ შემადგენლობით ურთულესი იქნება. ხვიჩას უმძიმესი სეზონი ელოდება. ერთის მხრივ კარგია: ლიდერად ჩამოყალიბდება და მის რეალურ შესაძლებლობებს მთელი ევროპა დაინახავს. მეორეს მხრივ მთელი გუნდის თრევა სერია ა- ში, 21 წლის კაცისთვის ძალიან ძნელია. კვარა შეძლებს, დარწმუნებული ვარ!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
21:20 10-08-2022
0
აბა საჩემპიონო გუნდი რომ ყოფილიყო კვარაცხელიას კი არ დაიმატებდენ
გოგიტა
17:10 10-08-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული