"იუვენტუსი" "აინტრახტის" ფორვარდით ძლიერდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "აინტრახტის" ფორვარდი ფილიპ კოსტიჩი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს.

სერბი ფეხბურთელი ფრანკფურტელებთან ერთად უეფას სუპერთასის მატჩზე არ გაემგზავრა, სადაც ხვალ მისი გუნდი ჰელსინკში "რეალს" დაუპირისპირდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის კოსტიჩის ტრანსფერი "ვეკია სენიორას" 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

ის უახლოეს მომავალში ჩაფრინდება ტურინში და კონტრაქტსაც გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართულად მშვენივრად ჟღერს. რა ვეკია სინიორა
ბებერი ქალბატონი
01:16 10-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული