კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ვეტერანი იტალიელი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ოფიციალურად გვყაწყა, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით 35 წლის იტალიელი მეკარე სალვატორე სირიგუ დაიმატა.

ვეტერანმა კიპერმა გასული სეზონი "ჯენოაში" გაატარა, კარიერის სხვადასხვა პერიოდში კი "პალერმოს", პსჟ–ის "სევილიას", "ოსასუნასა" და "ტორინოს" ფორმაც მოურგია.

იწერება იმის შესახებაც, რომ ნეაპოლიტანელებს "ჩელსიდან" კეპას იჯარით აყვანა სურთ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ეს ვერ ხერხდება და დიდი ალბათობით, "ნაპოლის" კარს მომავალ სეზონში სწორედ ვეტერანი სირიგუ და ალექს მერეტი დაიცავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული