ნდომბელე ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და თავად ფრანგსაც "დეზების" დატოვება სურს. 25 წლის ფეხბურთელს ლუჩანო სპალეტი ფაბიან რუიზის შემცვლელად განიხილავს, რომელიც რამდენიმე დღეში პსჟ-ს შეუერთდება.
"ტოტენჰემმა" ნდომბელე 2019 წელს "ლიონიდან" 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა ფრანგმა იმედები ვერ გაამართლა. გასული სეზონი იჯარით სწორედ მშობლიურ "ლიონში" გაატარა. ლიგა-1 ში 11 შეხვედრა ჩაატარა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.