იტალიის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი თავისუფალი აგენტის სტატუსით "რომაში" გადავიდა.
რომაულმა კლუბმა ბელოტის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
შეთანხმების თანახმად მხარეებს თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივება შეუძლიათ.
ბელოტიმ 7 სეზონში ტურინულ გუნდში 251 მატჩში 113 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა გააკეთა.