CBS Sports-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს "ნაპოლიში" სრულფასოვანი ტრანსფერი გამორიცხულია.
კრიშტიანო ნეაპოლურ გუნდში შეიძლება მხოლოდ იჯარით გადავიდეს, თუმცა ეს ვარიანტიც არ ხიბლავს და ამისათვის მისი დარწმუნებაა საჭირო - "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მიღება პორტუგალიელისთვის საკმარისი არ არის.
ESPN-ის ცნობით, "იუნაიტედის" ფეხბურთელთა უმეტესობა რონალდოს კლუბიდან შესაძლო წასვლის გამო გახარებულია, რადგან მას პრობლემურ ადამიანად მიიჩნევენ. ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ "მანჩესტერში" დაბრუნება წარმატებული არ გამოუვიდა და რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, "ნაპოლის" გარდა, მისი სამსახურით ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე არც
ერთი გუნდი არ დაინტერესდა.
მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მზადაა რონალდო გაუშვას, მაგრამ კლუბის მფლობელი გლეიზერები ტრანსფერის წინააღმდეგი არიან.
მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მზადაა რონალდო გაუშვას, მაგრამ კლუბის მფლობელი გლეიზერები ტრანსფერის წინააღმდეგი არიან.
Italia Uno-ს ეთერში "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა მასიმო მაურომ თქვა, რომ ერთხელ კრიშტიანომ გასახდელში ფედერიკო კიეზას ხელი გაარტყა და ამიტომ პირლომ თავის ბოლო მატჩში არ ათამაშა.