ბოლო წლების საუკეთესო "დელა მადონინა"? "მილანმა" უხვგოლიან დაპირისპირებაში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალისი სერია A-5 მეხუთე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა "მილანსა" და "ინტერს" შორის გაიმართა, მატჩი "როსონერის" გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში მხარეებმა გოლები გაცვალეს, თავი მარსელო ბროზოვიჩმა (21) და რაფაელ ლეაომ (28) გამოიჩინეს.

მე-2 ნახევარში "მილანმა" "ნერაძურის" კარი 6 წუთიან მონაკვეთში ორჯერ აიღო, გოლები ოლივიე ჟირუმ (54) და რაფაელ ლეაომ (60) გაიტანეს, "შავ-წითლების" უპირატესობა უკვე ორბურთიანი გახდა.

საბოლოო ანგარიში კი ცვლილებაზე შემოსულმა ედინ ჯეკომ (67) დააფიქსირა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ "როსონერი" 11 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე,
6 სექტემერს "ზალცბურგთან" აქვს, სერია A-ში კი 10 სექტემბერს, "სამპდორიას" ესტუმრება.

"ინტერი" 9 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება, თანაქალაქელების მსგავსად 7 სექტემბერს ლიგის 1-ელ ტურში მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს, იმავე 10 სექტემბერს კი "ტორინოს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული