პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 90+4-ე წუთზე მილიკმა გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს (თან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო), რის შემდეგაც მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა კუადრადო, ფასიო და „იუვეს“ მწვრთნელი ალეგრი გააძევა.
„იუვენტუსი“ 10 ქულით მერვე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 4 ქულით ჩამორჩება და 18 სექტემბერს გასვლაზე „მონცას“ დაუპირისპირდება.
ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - სალერნიტანა 2:2
გოლები: 0:1 კანდრევა (18), 0:2
გამოუყენებელი პენალტი: ბონუჩი (93)
გაძევება: მილიკი (90+6, იუვენტუსი), ფასიო (90+7, სალერნიტანა), კუადრადო (90+9, იუვენტუსი)