კარგი ამბავი "ნაპოლისთვის", ლოზანო "მილანთან" მზად იქნება

AutoSharing Option
სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრის წინ, რომელშიც "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრება, ლუჩანო სპალეტისთვის და "ლურჯი" ბანაკისთვის კარგი სიახლე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ტრავმირებული ირვინ ლოზანო "როსონერისთან" შეხვედრისთვის მზად იქნება და მატჩში მონაწილეობასაც შეძლებს.

შეგახსენებთ, ორივე გუნდს 14-14 ქულა აქვს, გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით კი "პარტენოპეი" ლიდერია, "მილანი" მე-3 პოზიციაზეა, მათ შორის კი ბერგამოს "ატალანტა" იმყოფება.

შეხვედრა ხვალ, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Footballitalia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე ხშირად (საჯაროდ) ხვიჩას ახსენო პასები არიგეო არა მოსაწონი ჩემის აზრით. პენალტს გამოიმუშავებ და სხვა არტყავს მგონი არც ეგ იყო სწორი-რატომ არ თქვა ეგ ბატონმა სპალეტიმ?
ზაზა
14:34 17-09-2022
3
დარწმუნებული ვარ რომ მილანთან ხვიჩას 90 წუთი ათამაშებს იმიტომ რომ ბოლო თამაშია შესვენების წინ და სპალეტის სულ ფეხებზე კიდია ნაკრებისთვის ხვიჩა დაღლილი იქნება თუ არა და ბოლომდე გამოწურავს
zura222
14:28 17-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული