დე ლიხტი: "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია არ ჰქონდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა მატიას დე ლიხტმა იმის შესახებ ისაუბრა, რატომ დატოვა ზაფხულში იტალიური გუნდი და გადაბარგდა "რეკორდმაისტერში".

"იუვენტუსი" დიდი გუნდია, მაგრამ "ბაიერნს" აქვს ამბიცია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მსგავს რაღაცას კი ტურინულ გუნდში ვერ ვგრძნობდი", - ამბობს დე ლიხტი.

23 წლის ნიდერლანდელის დამატება მიუნხენელებს 67 მილიონი ევრო დაუჯდათ. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული