"მილანმა" ვერონის "ჰელას" მძიმე მატჩი მოუგო და მე-3 ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "მილანი" ვერონის "ჰელას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

"როსონერი" მე-9 წუთზე მიგელ ველოსოს ავტოგოლით დაწინაურდა. კორაი გუნტერმა ანგარიში მე-19 წუთზე გაათანაბრა.

ეს ანგარიში დიდხანს აღარ შეცვლილა, საბოლოო შედეგი კი სანდრო ტონალიმ 81-ე წუთზე დააფიქსირა.

ასე და ამგვარად, "მილანი" 23 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს, "მონცას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ვერონა" 5 ქულით მე-18 პოზიციაზეა, 24 ოქტომბერს კი "სასუოლოს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ, ფეხბურთს ვუყურებ 6 წლის ასაკიდან, 1979 წლიდან, მახსოვს დიდი ყიფიანი, დარასელია, ჩივაძე, გუცაევი, თანამედროებიდან ქეცბაია, არველაზე, ქინქლაძე, მაგრამ უკვე ამ ასაკშიც კვარა ამ დიდებულ ფეხბურთელებზე აღმატებულად მიმაჩნია,რადგანაც იგი ყოველ თამაშში თუ არა თითქმის ყოველ თამაშში სასწაულებს ჩადის როგორც ნაკრებში ასევე ნაპოლიში.
მინდია
01:56 18-02-2023
0
თუ მაიკლ მენიე დროზე არ დაბრუნდა, ამ ტატარუშანუს ხელში მილანს მალე მესამე ადგილი სანატრელი გაუხდება.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული