"მილანმა" ვერონის "ჰელას" მძიმე მატჩი მოუგო და მე-3 ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "მილანი" ვერონის "ჰელას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

"როსონერი" მე-9 წუთზე მიგელ ველოსოს ავტოგოლით დაწინაურდა. კორაი გუნტერმა ანგარიში მე-19 წუთზე გაათანაბრა.

ეს ანგარიში დიდხანს აღარ შეცვლილა, საბოლოო შედეგი კი სანდრო ტონალიმ 81-ე წუთზე დააფიქსირა.

ასე და ამგვარად, "მილანი" 23 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს, "მონცას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ვერონა" 5 ქულით მე-18 პოზიციაზეა, 24 ოქტომბერს კი "სასუოლოს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წელს კვარას და ნაპოლის ზეობის წელია, მილანს მოცდა მოუწევს :)
1
თუ მაიკლ მენიე დროზე არ დაბრუნდა, ამ ტატარუშანუს ხელში მილანს მალე მესამე ადგილი სანატრელი გაუხდება.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული