"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი გუნდის გამოცვლას არ აპირებს.
"ვიქტორით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ დარჩენა უნდა; მართლაც ბედნიერია, რომ "ნაპოლის" პროექტის ნაწილია.
ზაფხულში ჩვენი განზრახვები სავსებით გასაგები იყო, როდესაც ეს უცნაური ჭორები გავრცელდა (ოსიმენისა და რონალდოს გაცვლაზე), - ციტირებს კალენდას Radio Kiss Kiss Napoli.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ნიგერიელმა ყველა ტურნირზე 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.