"უნდა წახვიდე! წარმატებას მარტო ჩემპიონებთან ერთად მიაღწიე" - კასანომ ალეგრი არ დაინდო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გასვლაზე "ბენფიკასთან" 3:4 დამარცხდა და პლეი-ოფის მიღმა დარჩა.

"ბებერი ქალბატონის" ამ ჩავარდნას ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ალეგრი "ვეკია სინიორადან" უნდა წავიდეს.

"ალეგრი უნდა წავიდეს, ის ძალიან ცუდია. მან "იუვენტუსთან" წარმატებას მაშინ მიაღწია, როდესაც გუნდში 50 ჩემპიონი თამაშობდა.

ახლა კი მან გუნდს რაღაც საკუთარი უნდა მისცეს, თუმცა შედეგს ყველა ვხედავთ", - თქვა კასანომ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კასანო, რა ბოღმის ბუკეტია რა?
ლაშა
21:30 26-10-2022
19
ეს ჯერ კიდევ მილანიდან არ მომწონდა.
რრრ
19:46 26-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული