ახალი კონტრაქტი ჟირუს - "მილანი" ფრანგ თავდამსხმელთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანი" გუნდის ფორვარდ ოლივიე ჟირუს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

ფრანფ თავდამსხმელს "როსონერისთან" მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს და "სან სიროზე" დარჩენის სურვილს ისიც გამოთქვამს.

მიმდინარე სერია A-ში ჟირუმ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული