ლუჩანო სპალეტი სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელია

AutoSharing Option
"ნაპოლის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

"გასულ თვეს ჩემპიონატში მოპოვებული 5 გამარჯვება ადასტურებს, რომ "ნაპოლი" სეზონს გამორჩეულად იწყებს" - განცხადა Lega Serie A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

"პარტენოპეიმ" ოქტომბრის თვეში იტალიის ჩემპიონატში ჯამში 15 გოლი გაიტანა, 8-ჯერ კი ეს სხვადასხვა მოთამაშემ შეძლო. "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს ხვალ, 5 ნოემბერს "ატალანტას" წინააღდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული