"ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე "ემპოლი" მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-14 ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ემპოლის“ 2:0 მოუგო.

ტრავმირებული კვარაცხელიას პოზიციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა სპალეტიმ ელმასის ნაცვლად რასპადორი დააყენა. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ერთფეროვნად, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე უტევდნენ, მხოლოდ ორი მომენტი შექმნეს, რომლებიც რასპადორიმ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. ოსიმენმა თავურით ვერ უწია მიზანს, სტუმრები კი თავს უნარიანად იცავდნენ და მორცხვი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 69-ე წუთზე მცველთან საჯარიმოში ბურთზე ბრძოლაში ოსიმენი მოედანზე დაეცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ნეაპოლელები შეცვლაზე შესულმა ლოსანომ დააწინაურა.
შემდეგ „ემპოლის“ მცველი ლუპერტო გააძევეს, 88-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა ზილენსკიმ გაიტანა და "ნაპოლიმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატზე ზედიზედ 10 მატჩი საერთო ანგარიშით 24:7 მოიგო, 38 ქულით ლიდერია და 12 ნოემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 ლოსანო (69), 2:0 ზილენსკი (88)
გაძევება: ლუპერტო (74)

altიტალიელმა ექიმმა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა და პროგნოზი გააკეთა

alt"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

altროდის შედგება "ნაპოლისა" და "აინტრახტის" მატჩი - ჩემპიონთა ლიგის კალენდარი ცნობილია

altხვიჩას რასპადორი შეცვლის და არა ელმასი - გერმანიაში კვარაცხელიაზე უკვე ფიქრობენ

alt"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია დღეს - "ნაპოლის" განცხადება "ემპოლისთან" მატჩამდე

მკითხველის კომენტარები / 29 /
მინდა მივმართო ქართული რაგბის მესვეურებს: 12 ნოემბერს 18 საათზე "ნაპოლი" (ანუ ხვიჩა) ეთამაშება "უდინეზეს". იმავე დღეს, იმავე საათზე დანიშნულია საქართველოს რაგბის ნაკრების თამაში სამოასთან. როგორ ფიქრობთ, ქართველი მაყურებელი უარს იტყვის კვარაცხელიას ძალიან მნიშვნელოვანი (ყველა გაგებით) თამაშის ყურებაზე და, მიუხედავათ რაგბისადმი დიდი სიყვარულისა, წავა საქართველოს ნაკრების ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად?
ამიტომ ხომ არ სჯობს რაგბის თამაშის დაწყების დრო გადატანილი იქნეს მაგალითად 15 საათზე (რაც ხშირად ყოფილა). ამით ქართველი გულშემატკივარი მიიღებს ორმაგ სიამოვნებას და რაგბისტებიც ითამაშებენ მრავალათასიანი მაყურებლის თანდასწრებით, რაც წაადგება ჩვენს გუნდს.
ძველი გულშემატკივარი
09 ნოემბერი 2022 12:24
4
ვის რად უნდა რაგბი.? სულ 30 ქვეყანა თამაშობს ამ სპორტს.
დავით
09 ნოემბერი 2022 21:20
0
სანამ ხვიჩა რუსეთში იყო,თავიდან მისი გუნდის თამაშებს,თავიდანვე იმ შემთხვევაში ვუყურებდი,თუ ხვიჩა სასტარტოში იყო.სხვა შემთხვევაში კი,მეორე ტაიმიდან გადავდიოდი მათ თამაშზე,როცა შეცვლაზე უნდა გამოეყვანათ.როცა რუბინი მოძლიერდა და სხვა ბიჭებმაც დაიწყეს,ხვიჩას წამხედურობით,ტექნიკური თამაში,უკვე რუბინის გულშემატკივრობაც დავიწყე.დღეს უკვე ხვიჩას არყოფნაშიც ვუყურებ და ვგულვშემავტკივრობ,ნაპოლის.ასე რომ ძველ გულშემატკივარს ვეთანხმები.სჯობდა,დროში აეცდინათ,თუმცა ახლა, ამის შეცვლა,აღარ გამოვა.ამ შემთხვევაში,მე პირადად, არჩევანს,რაგბის მატჩზე გავაკეთებ,რადგან ნაკრების თამაში,წმინდათა წმინდა საქმეა და ყველა სხვაზე წინ ვაყენებ.ბიჭებს,სტადიონიდან, ჩვენი გულშემატკივრობა სჭირდებათ.ნაპოლის თამაშს, ჩანაწერში ვნახავ და თუ მანამდე,შედეგი არ მეცოდინება,ამით ბევრი არაფერი მოაკლდება,ჩემს განცდებს.
სოსო
09 ნოემბერი 2022 16:48
0
ყველა გამოხმაურება
…კრემონეზემ ფრე ითამაშა მილანთან და ორი ქულა მილანს აართვა!!! მადლობა გოჩოს!!!
დათო
09 ნოემბერი 2022 11:21
5
შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი იყოს , მაგრამ მაგარი უღიმღამო თამაში იყო. და საერთოდ ეს არ გავდა ტოპკლუბის , მსოფლიო დონის კლუბის თამაშს. ორიენტირებული მარტო მოგებაზე. ნაპოლის თამაშის სილამაზე და სიხალისე ხვიჩას ტექნიკაში , გამბედაობაში და სიხალისეშია. ისე ერთი საშუალო დონის გუნდის თამაში იყო გუშინ.
gio
09 ნოემბერი 2022 10:40
2
მართალია ემპოლი საშინლად თამაშობდა, მაგრამ პენალტი აშკარად გამოიგონა მსაჯმა და გაძევებაც აშკარად მეტისმეტი იყო, მხოლოდ მსაჯის ამ მანიპულაციების შემდგომ გატყდა ემპოლი, ასე რომ დიდი გუნდებთან ნაპოლის, ასეთი თამაშით, ხვიჩას გარეშე არანაირი შანსი არ აქვს.
ჟორა
09 ნოემბერი 2022 10:35
2
მართალია ემპოლი საშინლად თამაშობდა, მაგრამ პენალტი აშკარად გამოიგონა მსაჯმა და გაძევებაც აშკარად მეტისმეტი იყო, მხოლოდ მსაჯის ამ მანიპულაციების შემდგომ გატყდა ემპოლი, ასე რომ დიდი გუნდებთან ნაპოლის, ასეთი თამაშით, ხვიჩას გარეშე არანაირი შანსი არ აქვს.
ჟორა
09 ნოემბერი 2022 10:35
2
ტაჯიკეთის ,,სპარტაკს" არა მაგრამ დუშანბეს ,,პამირს" ნაღდად გავდა
ბენდელა
09 ნოემბერი 2022 10:27
5
ტაჯიკეთი და დუშანბეო ? დუშანბე იაპონიის ქალაქია ? PP
zura222
09 ნოემბერი 2022 14:28
1
რა ტრანსფერი ბიჭო ზოგი რეებს წერთ. ყველაზე დიდი სისულელე იქნება ახლა სადმე გადასვლა. აცადეთ წეღან მივიდა გუნდში და მოსაგებია რაღაც რაღაცეები. ტრავმა კოდე თუ აქვს აჯობებს ჩვენ მოვიკლოთ სიამოვნება და დაასვენოს იანვრამდე
რაბუ
09 ნოემბერი 2022 09:39
1
ხვიჩას გარეშე ნაპოლი არის, როგორც ხაში არყის გარეშე.
მალხაზ ჯობავა
09 ნოემბერი 2022 01:59
1
და ნივრის გარეშეც
მიხო
09 ნოემბერი 2022 10:00
0
გამოვა ეხლა სპალეტი და კიდევ იტყვის ელმასმა მაგრად ითამაშაო.)) მოკლედ ამის ტაქტიკა გასაგებია, მოტივაციას არ უკარგავს ვინც სათადარიგოებია. ეშინია არ დატოვონ გუნდი. შე კაი კაცო. თუ ხვიჩა სტრატოსფეროა. მიუშვი რა იფრინოს, ფაილაღოს ბიჭმა. რა დაცვაში ჩასვლა, რაის შეზღუდვები, ეგრევე რეალშია გადასაყვანი. არა აქვს ხვიჩას სპალთის ხუშტურების გამო დასაკარგი დრო.
აბო
09 ნოემბერი 2022 01:07
12
მეც არ მომწონს რაღაც რაღაცეები სპალეტის კომენტარებიდან,მაგრამ წელის ტრამვა აქვსო ბიჭს და არ გჯერავს ? აბა იტყუებიან? მწყობრში რომ იყოს არ ათამაშებს?
დავით 67
09 ნოემბერი 2022 04:49
2
შეიძლება ცოტა უხეშად გამოსდის მარა გუნდისთვისაც სწორს აკეთებს სპალეტი და ხვიჩასთვისახ... მიხედავად იმისა რო მართლა სტრატოსფეროა კვარა, ჯერ მხოლოდ პოტენციალითაა ამ დონეზე და სტაბილურობა და უზარმაზარი წნეხის გამკლავება უნდა ისწავლოს... აცადეთ მართლა ამ ბიჭს და ამ გუნდს... კაი გუნდი იმიტოა რო ორი შემადგენლობა ყავს და ამხელა გუნდს მართვა ჭირდება რო ყველას ფორმა და მოტივაცია შენარჩუნდეს...
რა მაფიაა?
09 ნოემბერი 2022 03:58
2
საერთოდ სუსტი გუნდები ლიდერთან თამაშის დროს განსაკუთრებულად მოტივირებული გამოდიან და არაფერს ერიდებიან, ძირითადად უხეშობას, რაც დღეს პოლიტანოს ფეხებში ურტყეს, ვიფიქრე იქნებ კარგიცაა რომ ხვიჩა არ იყო თქო. ესეთი გუნდები,როგორიც ემპოლია ზიზღს იწვევენ ჩემში, არც თვითონ უნდათ თამაში და არც მოწინააღმდეგეს ათამაშებენ. ეგრეთწოდებული პრესინგი, უხეშობა, დროის გაყვანა პირველივე წუთებიდან, სიმულიაცია და დიდხანს გორაობა მინდორზე. გუშინაც რაი ვალეკანომ რომ მოუგო რეალს,საზიზღრად ეთამაშებოდნენ ( არადა არ ვარ რეალის ფანი). ნაპოლი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ხვიჩას არ ყოფნა აშკარად ეტყობოდა, პირველ ტაიმში კარში საერთოდ ვერ დაარტყეს. უდინეზესთან იმედია მწყობრში იქნება და გაგვახარებს. მერე 4 იანვრამდე ვეღარ ვნახავთ ხვიჩას ნაპილიში და რა გაგვაძლებინებს მანამდე)
დავით 67
09 ნოემბერი 2022 00:57
1

სიახლეები პოპულარული