"ნაპოლიმ", რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ვერ დაეხმარა, სერია A-ს მე-15 ტურში "უდინეზეს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და გუნდებმა საგოლე მომენტები გაცვალეს. მატჩის მე-15 წუთზე მარცხენა ფრთიდან ელიფ ელმასის ჩაწოდებული ბურთი თავით ვიქტორ ოსიმენმა კარში გადაგზავნა და "პარტენოპეი" დაწინაურდა. გატანილი გოლის შემდეგ, "ნაპოლი" კიდევ უფრო გააქტიურდა, 31-ე წუთზე პიოტრ ზელინსკიმ ულამაზესი დარტყმით მარკო სილვესტრის კარი აიღო და მეტოქესთან უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში სპალეტის გუნდმა შეტევები განაგრძო, 55-ე წუთზე ელიფ ელმასმა ჩინებურად იმოქმედა, მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და მომენტი თავადვე დაასრულა, ჩრდილოეთ მაკედონიელმა საგოლე პასს გატანილი გოლიც დაუმატა. ამის შემდეგ "ნაპოლიმ" ინიციატივა დათმო, რის გამოც დაისაჯა და 79-ე წუთზე ილია ნესტოროვსკიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. "უდინეზეს" გოლიდან 3 წუთში ლაზარ სამარჯიჩმა უძლიერესი შორეული დარტყმით სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და "პარტენოპეიმ" მორიგი 3 ქულა მოიპოვა.
"ნაპოლიმ" ჩემპიონატზე ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა, 41 ქულით გათამაშების ლიდერია და მომდევნო შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 4 იანვარს მილანში "ინტერთან" გამართავს.
ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უდინეზე 3:2გოლები: 1:0 ოსიმენი (15), 2:0 ზელინსკი (31), 3:0 ელმასი (55), 3:1 ნესტოროვსკი (79), 3:2 სამარჯიჩი (82)
ნუ იქნები სულელიო,
ვითომ კარგი ბიჭი ჩანხარ,
თუმც მის ტრავმას სულ ელიო!
ჩვენი ხვიჩა კვარადონა,
ნაპოლისთვის სულ ერთია!
პასს აკეთებს, გოლი გააქვს,
თავით, ფეხით, სულერთია.
ნაპოლის ჰყავს შეტევაში
ყოვლისშემძლე ოსიმენი,
"მიმიქარავს" მასთან ყველა,
სპაიდერ-, აირონმენი!
გოლს გაიტანს, ნიღაბს იხსნის,
წაგებისგან მუდამ იხსნის!