ნოემბერში იტალიაში საუკეთესო მწვრთნელად ალეგრი აღიარეს

AutoSharing Option
სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად "იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი აღიარეს.

საუკეთესო მწვრთნელი ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც სპორტული გაზეთების დირექტორებისგან შედგება. მათ მწვრთნელების მუშაობა ტექნიკურ-სპორტული და გუნდების თამაშის, აგრეთვე, ფეირ-პლეის პრინციპების დაცვის მიხედვით შეაფასეს.

"იუვენტუსმა" ნოემბერში ჩემპიონატის 3 მატჩი საერთო ანგარიშით 7:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში 31 ქულით მესამე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული