კასანო: "ნაპოლის" სამი ტიტულის მოგება შეუძლია, მაგრამ...

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო თვლის, რომ სერია A-ს ფავორიტი "ნაპოლია".

"ნაპოლი" კოსმიურ ფეხბურთს აჩვენებს. სპალეტი ნამდვილი ლიდერია, ის ყველას საუკეთესოდ თამაშს აიძულებს. მე გული მწყდება, რომ მათ პაუზა მოუწიათ.

ახლა "ნაპოლის" შეუძლია მხოლოდ თავად დათმოს სკუდეტო. უყურეთ, იქნებ როგორმე სამი ტიტული მოიგონ. მოცემულ მომენტში "ნაპოლი" ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდს შორისაა, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება თებერვალში", - თქვა კასანომ Bobo TV-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მაგალითად პირიქით მგონია და აი რატომ: ზოგადად სპალეტის გუნდები გამოირჩევიან იმით, რომ კარგად იწყებენ და მერე ძალიან უკლებენ, თითქოს იღლებიან. დღევანდელ სიტუაციაში კი მგონი მუნდიალის პაუზა სასიკეთოდ უნდა წაადგეს გუნდს, მშვენიერი დასვენება გამოუვათ და დასვენებული შეხვდებიან ჩემპიონატის განახლებას, მითუმეტეს რომ მუნდიალზე ცოტა ფეხბურთელი მიდის ნაპოლიდან.
ვნახოთ...
გულშემატკივარი
13:37 17-11-2022
1
სამი არ ვიცი მაგრამ სკუდეტო წესით და რიგით უნდა მოიგონ, ყველა ლიდერს ვისაც შეხვდა გასვლაზე,ყველას მოუგო. სასწაული მოხდება ნეაპოლში სკუდეტო თუ დადეს
მამუკა
18:48 17-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული