საინტერესოა, რომ "პარტენოპეი" ამ საკითხზე ბოლო პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც გააქტიურდა. მაგალითად, კლუბმა დაიმატა ხვიჩა კვარაცხელია; იწერება, რომ აქტიურად ადევნებენ თვალს გიორგი კვერნაძეს.
ახლა კი დონეცკის "შახტარის" სპორტული დირექტორის ასისტენტის, კარლო ნიკოლინის ნათქვამიდან ცნობილი ხდება, რომ "ნაპოლი" უკრაინულ გუნდთან, საიდანაც ბევრი ტალანტი წასულა, ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობს და ფეხბურთელებს მუდმივად აკვირდება.
"ძალიან ბევრ მოთამაშეს აკვირდებიან, განსაკუთრებით იმათ, ვინც ახალგაზრდები არიან. "ნაპოლის" აქვს იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო სკაუტური
ბევრ მოთამაშეზე იკითხეს, მაგრამ ოფიციალური შეთავაზების გარეშე. მათ იკითხეს არა მხოლოდ მუდრიკზე, არამედ მანორ სოლომონზე, ანატოლი ტრუბინზე, გეორგი სუდაკოვზე. მანამდე მატვიენკოსა და კოვალენკოზე დაინტერესდნენ, რომლებიც შემდეგ "ატალანტაში" გადავიდნენ. ისინი კარგად ადევნებენ თვალს საუკეთესო ნიჭს", - ციტირებს ნიკოლინის Sport.ua.
შეგახსენებთ, რომ "შახტარში" რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ქართველი გიორგი გოჩოლეიშვილიც ჩაირიცხა და შესაძლოა, ჯუნტოლი და მისი სკაუტები, თუ გიორგი თავს კარგად წარმოაჩენს, კიდევ ერთი ჩვენებურითაც დაინტერესდნენ...
Calcionapoli24: კვერნაძეს ბევრი ევროპული კლუბი, მათ შორის, "ნაპოლიც" აკვირდება