"ნაპოლი"-იუვენტუსი". სპალეტის და ალეგრის კომენტარები და კომპლიმენტები

AutoSharing Option
13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციებზე გუნდების მწვრთნელებმა ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს.

ლუჩანო სპალეტი (ნაპოლი): "მე მესმის, ალეგრისთვის უკეთესია მეორე პლანზე ყოფნა, მაგრამ ჩემპიონებით დაკომპლექტებული "იუვენტუსისთვის" ეს შეუძლებელია. არ შეიძლება ფავორიტობაზე უარის თქმა. რაღაც მეოთხე  ადგილი ამ გუნდს არ დააკმაყოფილებს.

ვინაა უკეთესი, მე თუ ალეგრი? არ ვიცი. ის საუკეთესოა, რადგან ამაზე მისი მიღწევები მეტყველებს. მე მართლა ქედს ვიხრი მისი რეგალიების წინაშე".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ლიგის საუკეთესო გუნდთან ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ შესანიშნავი სპორტული საღამო
გველის და არა გადამწყვეტი შეხვედრა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სპალეტის, ის ძალიან სასაცილოა და ჩვენ ხანდახან სხვადასხვა თემაზე ვკამათობთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ღირსეული კაცი, ჩვენ სპორტული საღამო გველისო. ანუ არა, ჩაჩეხვა - მიჩეხვასო.
გვანახეთ რა ნამდვილი სპორტული პაექრობა. რომ იტყვიან, ფლიის...
მალხაზ ჯობავა
21:08 12-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული