ჟირუს "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა

AutoSharing Option
"მილანი" და თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ კონტრაქტის გაგრძელებას განიხილავენ.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით 36 წლის ფეხბურთელის აგენტი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება. მხარეებს შეთანხმების მიღწევა უნდათ.

ჟირუს ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელება და წლიურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო სურს.

ჟირუ "მილანში" 2021 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი სერია A-ს 13 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული