ოსიმენს ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან - შეინარჩუნებს "ნაპოლი" დიდებულ ტანდემს?

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის სამსახურით პრემიერლიგის სამი გუნდი - "მანჩესტერი", "ნიუკასლი" და "არსენალია" დაინტერესებული, - იტყობინება Il Mattino.

გამოცემის ცნობით, ისინი ზაფხულში 24 წლის ნიგერიელის შეძენას შეეცდებიან. თუმცა, მუდრიკის ტრანსფერის ფასის ("არსენალმა" 70+30 მილიონ ევროდ შეიძინა) და ოსიმენის კარგი თამაშის გათვალისწინებით, 150 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდიან.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოსიმენი "ნაპოლიში" თავს ბედნიერად გრძნობს და სატრანსფერო ჭორები არ აღელვებს. ასე რომ, ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ტანდემის დაშლას საფრთხე არ ემუქრება.

ამ სეზონში ოსიმენმა კლუბში ყველა ტურნირზე 17 მატჩში 13 გოლი
გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო კი 4.3 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ტანდემის სხვა ფოტო არ გაქვთ ?კაცმარომ შეხედეოს იფიქრებს რომ ჩხუბობენო DD
zura222
14:24 17-01-2023
0
ხვიჩა და ოსიმენიც არიან უძლიერესი ფეხბურთელები.მოედნის ხედვა,სისწრაფე,ტექნიკა,შეუპოვრობა,გაბედულება,ლიდერობა,მეგობრობა და ხასიათი აი ეს არის ის ყველაფერი რაც ნიჭთან ერთად ორივეს აქვს და მართლაც ცოდოობაა ამ დუეტის დაშლა გამგები გაიგებს!
ზაზა
23:12 16-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული