ოსიმენს ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან - შეინარჩუნებს "ნაპოლი" დიდებულ ტანდემს?

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის სამსახურით პრემიერლიგის სამი გუნდი - "მანჩესტერი", "ნიუკასლი" და "არსენალია" დაინტერესებული, - იტყობინება Il Mattino.

გამოცემის ცნობით, ისინი ზაფხულში 24 წლის ნიგერიელის შეძენას შეეცდებიან. თუმცა, მუდრიკის ტრანსფერის ფასის ("არსენალმა" 70+30 მილიონ ევროდ შეიძინა) და ოსიმენის კარგი თამაშის გათვალისწინებით, 150 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდიან.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოსიმენი "ნაპოლიში" თავს ბედნიერად გრძნობს და სატრანსფერო ჭორები არ აღელვებს. ასე რომ, ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ტანდემის დაშლას საფრთხე არ ემუქრება.

ამ სეზონში ოსიმენმა კლუბში ყველა ტურნირზე 17 მატჩში 13 გოლი
გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო კი 4.3 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ დუეტის დაშლა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს. კვარა და ოსი ფაქტიურად ხვიჩა და გოჩასავით არიან და მათი დაშორება არანაირად არ შეიძლება. რომელმა ფულმა შეიძლება გადაწონოს ამათგან ერთერთის წასვლა ნაპოლიდან და ამ ჰარმონიული "სპექტაკლების" გაუქმება, ფეხბურთი ხომ პირველ რიგში სანახაობაა და შემდეგ ფული. ეს იქნება დელაურენტისის საბედისწერო შეცდომა თუ მას უნდა ნაპოლი იქცეს იტალიურ და შესაბამისად ევროპულ გრანდათ ეს ორი კაცი ხელშეუხებელი უნდა იყოს და მათ გარშემო აშენებული გუნდი მინიმუმ 5-6 წელი ისევ სკუდეტოს ერთერთი უმთავრესი ფავორიტის სტატუსში ვერავინ და ვერაფერი შეეცილება.
Charley
21:19 16-01-2023
0
ხვიჩა და ოსიმენიც არიან უძლიერესი ფეხბურთელები.მოედნის ხედვა,სისწრაფე,ტექნიკა,შეუპოვრობა,გაბედულება,ლიდერობა,მეგობრობა და ხასიათი აი ეს არის ის ყველაფერი რაც ნიჭთან ერთად ორივეს აქვს და მართლაც ცოდოობაა ამ დუეტის დაშლა გამგები გაიგებს!
ზაზა
23:12 16-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული