2 თვე გულშემატკივრის გარეშე - "ნაპოლი" და "რომა" საგარეო მატჩებზე დასაჯეს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა "ნაპოლი" და "რომა" 8 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა.

"ჯალოროსისა" და "პარტენოპეის" გულშემატკივრები მათი საყვარელი გუნდის საგარეო მატჩებს 2 თვის განმავლობაში ვერ დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს "ნაპოლისა" და "რომას" ფანებს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ამ ორი გუნდის ქომაგები წლებია, რაც ერთმანეთს მტრობენ. სერია A-ს მე-17 ტურში კვარაცხელიას გუნდი "სამპდორიას" სტუმრობდა, ხოლო "მგლები" - "მილანს".

RAI News-ის ცნობით, რომაელები მილანში მიდიოდნენ, ნეაპოლელებს კი გეზი გენუისკენ ჰქონდათ."ნაპოლის" გულშემატკივრებმა "რომას" ქომაგებით სავსე ავტობუსს ბოთლებისა და ქვების სროლა
დაუწყეს. ჩხუბი სამანქანო გზაზე გაგრძელდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიგრძის საცობი შეიქმნა.

alt"ნაპოლისა" და "რომას" ფანებმა იჩხუბეს [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთ გუნდებს უნდა გულშემატკივრობა,აბა დინამოს გულისთვის თავს,რომ არ დაზოგავ და მეცხვარეებს თამაშს,რომ მისცემს ......... გამკვირვებია დინამოს ფანების....
ზურა
09:35 18-01-2023
0
ყველა ძლიერთან აქვს სახლში იქ კიდე იქნება მაყურებელი და გასვლა ამ ორ თვეში ვისაც ხვდება მაყურებლის გარეშეც უნდა მოიგოს
Soso
23:12 17-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული