პროკურორი მზადაა, ოსიმენის ტრანსფერის სავარაუდო ყალბი დოკუმენტები მოითხოვს - ქულების ჩამოკლება "იუვენტუსის" მსგავსად "ნაპოლისაც" დაექმურება?

AutoSharing Option
POSTV - ფეხბურთი-ის ინფორმაციით, FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორი ჯუზეპე კინე მზადაა მოითხოვოს "ნაპოლის" მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერის დროს.

ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა "იუვენტუსი", რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის "ნაპოლის" და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.
მკითხველის კომენტარები / 54 /
არც იუვესთვის უნდა ჩამოეკლოთ ქულები მე თუ მკითხავ. დაე დაესაჯათ მოქმედი პირები და კლუბი დაეჯარიმებინათ, ასევე საქმიანობა აეკრძალათ დამნაშავეებისთვის. ქულების დაკლება ყველაზე მაგარი იდიოტიზმია. ასე საკუთარ ქვეყნის პრესტიჟს ურტყამენ! რეინჯერსი დააქვეითეს ერთ დროს და რა მოიგო ამით შოტლანდიამ?!
ლაშა
23 იანვარი 2023 00:38
1
როგორ სპობენ კლუბს ყველას თვალწინ, რომელიც ევროპის საუკეთესო კლუბი შეიძლება გამხდარიყო
gogi
22 იანვარი 2023 17:24
1
რპგორ სპობენ? გამხდარიყო? რატომ წარსულში? პოსტვ რაღაცას მოაპოსტოვებს, კიარ უნდა აღვიქვათ ეგრევე ფაქტად, თან დამტკიცებულ ფაქტად და თან ისე რომ უკვე ჩამოაკლეს ქულები და გაანადგურეს ფსიქოლოგიურად.... ევროპული პრესა აჭრელებული იქნებოდა ამ ამბით, რეალურად სერიოზული და დიდი საფრთხე რო მოდიოდეს ამ ამბიდან
რა მაფიაა?
22 იანვარი 2023 19:53
1
15 ქულა რომ დაგაკლონ, მაინც იქნები ჩემპიონობის პრეტედენტი. მთავარია აქაურები არ გაებნენ.
ნუ გეშინია ხვიჩა!
22 იანვარი 2023 17:17
2
ქულების ჩამოჭრა ზედმეტად მკაცრი სანქციაა,ფაქტიურად ბიჭებს უკარგავ ამდენ ნაშრომს. ესეთი სანქცია მესმის თუ გუნდი გარიგებულ თამაშებშია შემჩნეული. ასეთ შემთხვევაში გუნდი საერთოდაც რომც დაშალონ და აუკრძალონ თამაში მომხრე ვიქნები. თუ ხელმძღვანელობა რაღაცას მამაძაღლობს, (რასაც ჯერ დამტკიცება უნდა) ამით ფეხბურთელები არ უნდა დაზარალდნენ
დავით 67
23 იანვარი 2023 09:44
0
ნაპოლი თუ დასაჯეს ქულების დაკლებით (ღმერთმა არ ქნას), ეს ძალიან საეჭვოდ გამოჩნდება და გვაფიქრებინებს მავანთა მხრიდან მილანელების სიმპათიებს, რადგან ნაპოლი, როგორც წესი, რიგითი იტალიელისთვის პროვინციას წარმოადგენს. მეტიც, ნეაპოლელებს საკუთარი ენა გააჩნიათ!
ლაშა
23 იანვარი 2023 00:58
4
არავინ ქულებს არ ჩამოაკლებს, დამშვიდდით, ეგრე სიცილიური ენაც არსებობს, ნეაპოლიტანური და სიცილიური იტალიკური ენებია.
goga
23 იანვარი 2023 03:45
0
https://www.areanapoli.it/varie/il-napoli-non-rischia-solo-speculazioni-la-differenza-con-la-juve-che-fanno-finta-di-non-capire_489434.html?fbclid=IwAR20OI3ifAc40BjvQvjOJgbWKbpo0HbPtc38i08CV3QgY8kIgc5najUQCfY

არ ემუქრება ქულების ჩამოკლება
kk
22 იანვარი 2023 22:38
0
თუ დამტკიცდა ნაპოლის ქულებს არ დააკლებენ, უბრალოდ დააჯარიმებენ,ნაპოლის შემთხვევაში მარტო ოსიმენზეა ლაპარაკი, იუვეს შემთხვევაში 43 კაცზე იყო ლაპარაკი.
goga
22 იანვარი 2023 22:31
2
რომც არ დასაჯონ ნაპოლი, ამ "გამოძიებით" უკვე მოშალეს გუნდი ფსიქოლოგიურად, რაც ალბათ შედიოდა მათ გეგმებში
beno
22 იანვარი 2023 18:48
2
გუდ ბაი ჩემპიონობაც...
მეიცა
22 იანვარი 2023 15:58
7
მილანს გახდიან ჩემპიონს. ნაპოლის აუგორა POSTV-მ. დაწყებულიც რომ არ იყოს, მალე დააწყებინებენ გამოძიებას.
რეზო
22 იანვარი 2023 16:42
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული