პროკურორი მზადაა, ოსიმენის ტრანსფერის სავარაუდო ყალბი დოკუმენტები მოითხოვს - ქულების ჩამოკლება "იუვენტუსის" მსგავსად "ნაპოლისაც" დაექმურება?

AutoSharing Option
POSTV - ფეხბურთი-ის ინფორმაციით, FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორი ჯუზეპე კინე მზადაა მოითხოვოს "ნაპოლის" მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერის დროს.

ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა "იუვენტუსი", რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის "ნაპოლის" და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.
მკითხველის კომენტარები / 54 /
POSTV ხომ? ამუშავდა რუსეთი, რომ არ გახდეს ხვიჩა ჩემპიონი? აი მაედონიასთან კოვიდიც მაგათმა გამოუწერეს ხვიჩას, რომ ნაკრები ვერ გასულიყო!!!
POSTV -ის რაა?
16:30 22-01-2023
36
ამათ ხოარაჟრიალებთ. 33 წლის მერე გუნდი პირველად იგებს სკუდეტოს რაის მინუს 15 ქულა, ბარემ პირდაპირ ჩაახუტეთ მილანს თასი. ან ამდენი ხანი სად იყვნენ თუ რამე ეჭვი ქონდათ რამდენი ხანია ოსიმენი ნეაპოლშია. ამ სეზონს თავი დაანებონ თორე გადაწვავს მთელი ნეაპოლი მაგ ფედერაციას და მართლებიც იქნებიან
ქართველი
16:23 22-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული