მას შემდეგ, რაც "იუვენტუსს" კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის საქმის გამო 15 ქულა ჩამოაკლეს, იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ სხვა კლუბებიც უნდა დაისაჯონ, რომლებიც მაქინაციებში არიან შემჩნეული. მან "სამპდორია", "პრო ვერჩელი", "ჯენოა", "პარმა", "პიზა", "ემპოლი", "ნოვარა" და "პესკარა" იგულისხმა. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2020 წელს "ლილიდან" ვიქტორ ოსიმენის შეძენისას "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, სავარაუდოდ, ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები შექმნა, რათა ტრანსფერში ჩართული ფეხბურთელების ფასები გაეზარდა.
საქმის ვითარება პორტალმა AreaNapoli-მ განმარტა:
"ნაპოლი" რისკის ქვეშ არ იმყოფება, მხოლოდ სპეკულაციები. ეს "იუვეს"
საქმისგან განსხვავებული სიტუაციაა და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ესმით
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ცდილობენ "ნაპოლი" და დე ლაურენტისი ფინანსური კაპიტალის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულონ, როგორც ეს მოხდა "იუვენტუსთან" დაკავშირებით უამრავი საეჭვო ოპერაციისას. თუმცა ამ ორ შემთხვევას შორის არსებითი განსხვავებაა და ნეაპოლური კლუბი ამ საკითხში უკვე გაამართლეს. არავითარი სპორტული სანქციის საშიშროება არ არსებობს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში სიტუაციის დესტაბილიზაციას ყველანაირად ცდილობენ - არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, აშკარად და მიკერძოებულად. შემთხვევები განსხვავებულია და ძირითადი ჭეშმარიტება უტყუარია.
"იუვენტუსისგან" განსხვავებით, "ნაპოლი" საფონდო ბირჟაზე არ კოტირებს. ამდენად, CONSOB-ის (კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული კომისია) კონტროლს არ ექვემდებარება. ეს ბალანსები მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობას უკავშირდება, რომლისთვისაც კაპიტალის მოგების საკითხებში შეუძლებელია ფასის ობიექტური საბაზრო ღირებულების დადგენა.
რაც შეეხება ოსიმენის "ნაპოლიში" ტრანსფერს, აქ თავისუფალი ბაზრის კანონი მოქმედებს, მაგრამ ბევრი ცდილობს, ისე მოგვაჩვენოს, თითქოს არ ესმის სისტემის არსი, რომელმაც "იუვენტუსის" დასჯა გამოიწვია. ისინი ჟურნალისტური სპეკულაციებით ცდილობენ "ნაპოლის" დესტაბილიზაციას".
ამაში დარწმუნებული ვარ (ინტუიცია არასოდეს მღალატობს).