მე-40 წუთზე მასპინძელთა გუნდის მცველმა შკრინიარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ერთადერთი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
"ემპოლიმ" "ინტერს" სტუმრად ჩემპიონატზე 2004 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ მოუგო.
"ინტერი" 37 ქულით მე-3 ადგილზეა, "ლიდერ "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება და 28 იანვარს სტუმრად "კრემონეზეს" შეხვდება, რომელიც დღეს გასვლაზე "ბოლონიას" დაუზავდა (1:1). კრემონული გუნდის განაცხადში ისევ არ იყო ლუკა ლოჩოშვილი.
მილანი. "სან სირო"
ინტერი - ემპოლი 0:1
გოლი: ბალდანცი (66)
გაძევება: შკრინიარი (40)