კაცნაკლულმა "ინტერმა" წააგო და "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-19 ტურში "ინტერი" საკუთარ მოედანზე "ემპოლისთან" 0:1 დამარცხდა.

მე-40 წუთზე მასპინძელთა გუნდის მცველმა შკრინიარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ერთადერთი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ემპოლიმ" "ინტერს" სტუმრად ჩემპიონატზე 2004 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ მოუგო.

"ინტერი" 37 ქულით მე-3 ადგილზეა, "ლიდერ "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება და 28 იანვარს სტუმრად "კრემონეზეს" შეხვდება, რომელიც დღეს გასვლაზე "ბოლონიას" დაუზავდა (1:1). კრემონული გუნდის განაცხადში ისევ არ იყო ლუკა ლოჩოშვილი.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ემპოლი 0:1
გოლი: ბალდანცი (66)
გაძევება: შკრინიარი (40)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩინურად რო ეწერათ გვარები მაგის ბრალია რას დაამსგავსეს სერია ა ტეხავს
Reggina
17:28 24-01-2023
0
შკრინიარმა ის მიიღო,რასაც ნაპოლისთანაც იმსახურებდა.ინტერის წაგება,იმას ნიშნავს,რომ მისთვის ლიდერობა,მიუღწევადი ოცნება გახდა.ახლა მხოლოდ მილანს აქვს ძალიან გამჭვირვალე შანსი,ნაპოლის დაწევისა.თუ რა თქმა უნდა, ნაპოლისაც არ ჩამოაკლეს ქულები.
სოსო
14:53 24-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული