კაცნაკლულმა "ინტერმა" წააგო და "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-19 ტურში "ინტერი" საკუთარ მოედანზე "ემპოლისთან" 0:1 დამარცხდა.

მე-40 წუთზე მასპინძელთა გუნდის მცველმა შკრინიარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ერთადერთი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ემპოლიმ" "ინტერს" სტუმრად ჩემპიონატზე 2004 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ მოუგო.

"ინტერი" 37 ქულით მე-3 ადგილზეა, "ლიდერ "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება და 28 იანვარს სტუმრად "კრემონეზეს" შეხვდება, რომელიც დღეს გასვლაზე "ბოლონიას" დაუზავდა (1:1). კრემონული გუნდის განაცხადში ისევ არ იყო ლუკა ლოჩოშვილი.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ემპოლი 0:1
გოლი: ბალდანცი (66)
გაძევება: შკრინიარი (40)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვა რა მაგარი საჩუქარია. 1 კვირაში იუვემ და ინტერმა ფაქტიურად ჩაიქროლეს. ნაპოლი მიუახლოვდა ისტორიულ სკუდეტოს
ხვიჩას პირველი წელი. მამმა მია
მეგრელი
03:09 24-01-2023
0
მილანმა თუ დღეს წააგო ისიც კარგად ჩამორჩება ნაპოლს
კახა
10:18 24-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული