კვარაცხელიას ალტერნატივა? - "ნაპოლი" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ თქვა, რომ პიერლუიჯი გოლინისა და ბარტოშ ბერეშინსკის გადაბირების შემდეგ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთ ტრანსფერზე მუშაობს.

"ნაპოლიმ" შეიძლება იანვარში "ვოლფსბურგის" 24 წლის მარცხენა გარემარბი იოსიპ ბრეკალო შეიძინოს.

ბრეკალო ზაგრების "დინამოს" აღზრდილია, 2016 წელს "ვოლფსბურგში" გადავიდა, საიდანაც ჯერ "შტუტგარტში", შემდეგ კი "ტორინოში" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გაანათხოვრეს, მაგრამ იტალიურმა კლუბმა არ დაიტოვა და უკან დაბრუნდა. მისი სამსახურით აგრეთვე "უდინეზეა" დაინტერესებული. ბრეკალომ ხორვატიის ნაკრებში 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

დე მაჯოს მტკიცებით,
თუ ტრანსფერი გაიჩარხა, ხორვატი "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ალტერნატივა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სავარაუდოდ უნდა ველოდოთ კვარას გასხვისებას სხვა გრანდ კლუბში.
ტორპედოელი
29 იანვარი 2023 15:00
0
თუ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს:-ამ ზაფხულს "ნაპოლი" კვარას სარფიანად გაყიდის, თანაც გაცილებით ძლიერ კლუბში!!!
G.A.L.
27 იანვარი 2023 11:14
4
განვმეორდები არის რუსული კლიშე.ქართულად არის გავიმეორებ.მერე-ასტროლოგიური კი არა, ასტრონომიული თანხა. სწორად წერეთ,თუ ქართველები ხართ,ან შეეშვით ამ საქმეს და განათლების მიღებას მიეძალეთ.
Status quo
27 იანვარი 2023 08:35
0
მარცხენა ფლანგზე ჯერ ჯერობით ჩვენი ქართული ბიჭი დარბის და სკამზე დასაჯდომად თუ ჭირდებად იყიდონ ბაზარი არაა ტყვილა ფულის გადაყრააა
კაკაო
27 იანვარი 2023 07:49
1
ადრეც ვწერდი და ეხლაც განვმეორდები ეს გაპიარებული ბალკანელები ორი სეზონის იგროკები, და იგივე აიაქსის თუ ბენფიკას გაპიარებული ამომავალი "სტარები" ისე მალე ქრებიან საფეხბურთო რადარებზე ამონათებასაც ვერ ასწრებენ, განსაკუთრებით ამ ბოლო დეკადაში, ესეთი გაჰაიპებული მომავალი "მესები" გვანან კარგად "შეფუთულ" ტანკს რომელსაც ლულა არა აქვს ხვიჩა კი არის ტანკი რომელიც ისვრის თან მიზანში. მაგრამ პიჟონი "ბობოლები" ასტროლოგიურ თანხებს მაინც ანიავებენ ასეთ ლუზერებში.
Charley
27 იანვარი 2023 00:12
3
ჰო აბა რა ლუკა მოდრიჩი, ივან რაკიტიჩი, მანჯუკიჩი, პერიშიჩი ერთი ორი სეზონის ფეხბურთელებია და ჩვენ ქართველები ვგლეჯთ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში.დდდდდდდდდ
გფფ
27 იანვარი 2023 10:54
2
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს ჩვენს მიმართ უყურადღებობა, მაგრამ სკაუტი და სპორტული დირექტორი რო ხარ და უყურებ ყველაფერს სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ძალიან ბევრი ტალანტი განიავდა საწართველოშიც, ბანძი მენტალიტეტის და სუსტი ჯანმრთელობის გამო და გარისკვა აღარ უნდათ, ისინი კიდე შეიძლება უმრავლესობა ვარსკვლავები არ ხდებიან მარა საშუალო დონეს ინარჩუნებენ, არაა გუნდში ყველა ვარსკვლავის ადგილი... აი ლოჩოშვილი კვარასნაირი ვარსკვლავი და გუნდის ერთერთი წამყვანი მოთამაშე, მაგრამ ლუკასნაირი კარგი მაგრამ თუნდაც არავარსკვლავური ფეხბურთელები სანამ არ იქნებიან სტაბილურად ტოპ 5 ლიგის მოთამაშეები, სერიოზულ წარმატებაზე წარმოუდგენელია ფიქრი, ნაკრების. თუნდაც აუტსაიდერ გუნდებში, მაგრამ ტოპ დონეზე სტაბილურად თუნდაც სუსტად თამაშს მოაქვს მეტი კლასი, ვიდრე გამონათებები ნაკრების 1-2 თამაშში და კვიპროსის ან რუსეთის ან პოლონეთის ჩემპიონატებში, ისიც ხანდახან მეორე დივიზიონებშიც. ამიტომ არიან საერთო ჯამში ბალკანელები უფრო წინ, ლიგაზეც თამაშობენ და ევროპის და ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე
რა მაფიაა?
27 იანვარი 2023 01:23
0
მარცხენა ფლანგზე ხვიჩას ტოლფასი ფეხბურთელი არ მეგულება
უტა
26 იანვარი 2023 23:31
0
კვარას შემცვლელი კი არა მარჯვენა შემტევზე იფიქრონ, არაფრის მომტანი რომ დარბის პოლიტანოს სახით.
რაბუ
26 იანვარი 2023 23:01
0
ადამა ტრაორე მოჰყავთ ზაფხულში. მხეცია ტიპი. მერე სამივე შემტევის შეჩერება ურთულესი იქნება
ვანჩოპე
26 იანვარი 2023 23:35
0
Brekalo ver aris satanado shemcvleli 6 ugolo tamashi wolsburgshi,roca gunds uamravi goli gaaqvs...kvaras shemcvleli batumshiaa,kvernadzem dges didebuli goli sheugdo shturms!!!
Givi
26 იანვარი 2023 21:46
0
მაშინ მოიხვნება ნაპოლი, ხვიჩა იქ როცა აღარ იქნება
საბურთალო
26 იანვარი 2023 21:39
2
ხვიჩა რომ ნაპოლიდან წავა მერე იტრაბახეთ ტიტულებზე ..იქნებით მერე შუა გულ სერია აში
dato
26 იანვარი 2023 21:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული