იტალიის თასის მეოთხედფინალში სერია A-ს აუტსაიდერმა "კრემონეზემ" სტუმრად "რომა" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში "ფიორენტინას" დაუპირისპირდება.
კრემონულ გუნდში ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა.
დავიდე ბალარდინის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ "კრემონეზემ" ტურნირზე ჯერ "ნაპოლის" სძლია, ახლა "რომას" და 1987 წლის მერე პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.
რომი. "ოლიმპიკო"
რომა - კრემონეზე 1:2
გოლები: 0:1 დესერსი (28, პენ), 0:2 ჩელიკი (49, საკ. კარში), 1:2 ბელოტი (90+4)