"მილანთნ" მატჩის წინ "ინტერის" მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კომენტარი "გაძეტა დელო სპორტთან" გააკეთა:
"ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, თუ გვინდა "ნაპოლის" მივუახლოვდეთ და მდევრები ჩამოვიტოვოთ, ყოველი ქულა მნიშვნელოვანია. მხოლოდ ის გვაინტერესებს, რა ხდება "ინტერში". გამარჯვებების მოპოვებას მთელი ძალებით ვეცდებით. ასე იქნება ტურნირის ბოლო დღემდე.
ეს ამ სეზონში მესამე დერბი და მეშვიდე იქნება, რაც მე აქ ვარ. მივხვდი, ასეთ მატჩებში ყველაფერი ცალკეულ ეპიზოდებზეა დამოკიდებული, ყველაფერი მწვრთნელის ან მსაჯის ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ველი, რომ გუნდი ყველა სხვა პრობლემას გვერდზე გადადებს და გამარჯვების
მოპოვებას შეეცდება".
კია ჩელენტანო ინტერის ფანი, მაგრამ ვერც ის გიშველით!