"რომაში" მოკვეთილი ძანიოლო თურქულ გრანდში გადადის

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნიკოლო ძანიოლომ "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ახლა ჯერი კლუბებზეა, რომლებმაც ფეხბურთის სატრანსფერო ღირებულებაზე უნდა მოილაპარაკონ.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა შემტევის მომავალი ზამთარში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო. მას "რომადან" წასვლა და "მილანში" გადაბარგება სურდა, თუმცა "როსონერიმ" "ჯალოროსის" მიერ მოთხოვნილი თანხა არ გადაიხადა.

ნიკოლოს ბოლოს "ბორნმუთში" გადაბარგება უნდოდა, რომელსაც თავდაპირველად უარი განუცხადა, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ პრემიერლიგის ბინადარ გუნდს ტრანსფერისთვის საჭირო თანხა აღარ ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული