"მილანმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
სერია A-ს 22-ე ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ტორინო" ოლივიე ჟირუს მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

"მილანმა" ყველა ტურნირზე შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (2 ფრე და 5 წაგება), 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება და 18 თებერვალს გასვლაზე „მონცას“ დაუპირისპირდება.

„როსონერის“ მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ გამარჯვება ისე უნდა აღიქვან, როგორც აღორძინება, სტაბილურობა მართებთ და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კარგი შედეგი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი ფორმით მილანი არასოდეს არ მინახავს. ლიგიდან რომ გამოვარდებიან ალბათ სანგრებში ჩასხდებიან.
G.LA
11:38 11-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული